თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „საბურთალო“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს. თბილისელებს მიმდინარე სეზონში შესანიშნავი სტარტი აქვთ და 9 ქულით გათამაშებას ლიდერობენ. 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის ჩემპიონი კი არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება და ოთხი ქულით გორის „დილასთან“ ერთად მე-8 მე-9 ადგილებს იყოფს. აღნიშნულიდან გამომდინარე „მიხეილ მესხზე“ დაძაბული და საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი.
მსაჯები
- არბიტრი - გ. ვადაჭკორია
- პირველი ასისტენტი - ზ. მენთეშაშვილი
- მეორე ასისტენტი - ი. უკლება
- მეოთხე მსაჯი - გ. ვარდიძე