კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 26-ე ტური დაიწყო. დინამო ბათუმს ზედიზედ ხუთი მატჩი ჰქონდა მოგებული და სერია შეწყვიტა: გორის დილასთან ფრედ ითამაშა. იბერია 1999-მა ბოლო წუთებზე მოახერხა სპაერთან გოლის გატანა და გამარჯვება.
მოქმედი ჩემპიონი ტიტულის შენარჩუნებას ცდილობს. წინა ტურში დინამო ბათუმთან მარცხის მერე, იბერიელებმა სპაერთან ითამაშეს და მსაჯის მიერ დამატებულ მე-12 წუთზე გაიტანეს გადამწყვეტი გოლი. საქმე ისაა, რომ შეხვედრას 15 წუთი დაემატა, რადგან მატჩი შეჩერებული იყო: სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში წაიყვანა სპაერის განელი ლეგიონერი ბილი ჯიბრილი.
გილი ასე გავიდა: იბერია 1999-ის მცველმა ვაჰიდ სელიმოვიჩმა ჩაშალა სპაერის შეტევა, კარგი პასიც გააკეთა გიორგი ჯინჯოლავას მისამართით. ჯინჯოლავამ ერთი მცველი მოატყუა და მისი გამჭოლი პასი ვახო ბედოშვილმა გოლად აქცია. ახლოდან გადაგზავნა ბურთი კარში და 1:0.
სპაერი ბოლოსწინა ადგილზეა. გუნდს 11 ტურია არ მოუგია.
დილას ამ ტურამდე ზედიზედ ორი მატჩი ჰქონდა მოგებული, დინამო ბათუმს კი - ზედიზედ ხუთი. ამჯერად კი ფრე...
ჯერ გორელები დაწინაურდნენ. მოჰამედ კანტეს დაფარულ პასს მოჰყვა ლაშა მენთეშაშვილის ვარდნაში დარტყმა. მეკარე ნოდარ ყალიჩავამ მოიგერია, მაგრამ მენთეშაშვილი უცებ გამოერკვა, ბოლომდე იბრძოლა და მეორე დარტყმით უკვე გაიტანა.
პირველი ტაიმის ბოლოს კი ბათუმელებმა გაათანაბრეს: სანდრო ალთუნაშვილის ჩაწოდება და ლუკა წულუკიძის თავური - 1:1.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ისევ ალთუნაშვილის პასს მოჰყვა გოლი, ამჯერად ულად-ომარ იმრანმა დაბალ კუთხეში გაიტანა - 1:2.
ბათუმელები თითქოს ახლოს იყვნენ ზედიზედ მეექვსე მოგებასთან, მაგრამ 82-ე წუთზე ვნახეთ ეს მომენტი: შოთა შეყილაძემ ჩააწოდა და ბათუმელთა ახალწვეულმა, ლუქსემბურგელმა მცველმა ენეს მაჰმუტოვიჩმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი - 2:2.
დინამო ბთ
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
სამტრედია
მერანი მრ
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
გორი
კოლხეთი 1913