კალენდარი

ხუთშაბათი, 17 სექტემბერი

კვირა, 4 ოქტომბერი

ხუთშაბათი, 10 სექტემბერი

კვირა, 13 სექტემბერი

ორშაბათი, 14 სექტემბერი

შაბათი, 19 სექტემბერი

ახალი ამბები

ბათუმელებმა და გორელებმა მოიგეს; სპაერი-რუსთავი ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 25-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. დინამო ბათუმმა ზედიზედ მეხუთედ მოიგო, ამჯერად მოქმედ ჩემპიონ იბერია 1999-ს აჯობა; გორის დილამ წყალტუბოს სამგურალს სძლია, ხოლო სპაერი-რუსთავი ფრედ დასრულდა.

სპაერი 1:1 რუსთავი

რუსთავმა ისევ დაკარგა ქულები, ამჯერად სპაერთან ითამაშა 1:1.

გოლები პირველი ტაიმის შვიდწუთიან მონაკვეთში გავიდა, ჯერ სპაერი დაწინაურდა, როცა გოჩა ცირდავამ ისარგებლა რუსთაველთა მცველ დავიდ ოლივეირას შეცდომით და ზუსტად დაარტყა.

მერე კი ნიკოლოზ ჩიქოვანმა ჩააწოდა, ჟან სოუზა დე ალმეიდამ მშვენივრად ითამაშა, ერთი შეხებით გააჩერა, მერე კი კარგი დარტყმაც მიაყოლა და 1:1.

მეორე ტაიმში მომენტები საკმაოდ იყო, ყველაზე რეალური კი - რუსთაველთაგან ძელს მოარტყა ბურთი შეცვლაზე შესულმა ნიკა ჯაფარიძემ.

სამგურალი 1:3 დილა 

გორის დილამ მაგარი კონტრშეტევების წყალობით სამი გოლი გაუტანა სამგურალს და ზედიზედ მეორე გამარჯვება მიითვალა.

პირველი ტაიმის შუაში, ერთწუთიან მონაკვეთში ვნახეთ დილას მარჯვენაფლანგელის, გამბიელი მამინ სანიანგის ორი გაქცევა და ორი გოლი: სანიანგმა ჯერ თავად გაიტანა დაბალ კუთხეში, მერე კი შოთა შეყილაძეს გაუკეთა კარგი პასი და დილას ფორვარდსაც არ გასჭირვებია ბურთის კარში გადაგზავნა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ისევ კონტრშეტევაზე ამჯერად შეყილაძემ გაუკეთა პასი მოჰამედ კანტეს და მანაც კარგად შეასრულა.

ერთადერთი, რაც სამგურალმა მოახერხა, ბრაზილიელი კლაუდიო სებოლინიას ვარდნაში დარტყმით გატანილი იყო - 1:3.

არადა, სამგურალმა ბევრი მომენტი შექმნა და ბრწყინვალედ თამაშობდა დილას მეკარე დავით კერესელიძე.

დინამო ბთ 2:0 იბერია 1999 

ბათუმელებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს და ხუთივე მშრალზე. ახლა რუსთავსა და დინამო ბათუმს 43-43 ქულა აქვთ და პირველ-მეორე პოზიციებზე არიან. თუმცა იბერია 1999-სა და დინამო თბილისს თამაშები მარაგში აქვთ.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორეში კი ბათუმელებმა თავიანთი შანსები გამოიყენეს. შეცვლაზე შესულმა ულად-ომარ იმრანმა კი ორი საგოლე პასი გააკეთა.

ანგარიში გახსნა ბრაზილიელმა მაურიდესმა, რომელმაც თავურით მშვენიერი გოლი გაიტანა. ეს მაურიდესის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. ისე, იმრანმა კი ჩაუწოდა ბრაზილიელს, მაგრამ გამოვარჩიოთ ბათუმელთა იაია კალეის მშვენიერი გარღვევაც - თითქმის სამოცმეტრიანი. 

85-ე წუთზე კი იმრანმა მეკარესთან პირისპირ დატოვა თორნიკე კირკიტაძე და მანაც ზუსტად დაარტყა - 2:0.