სათამაშო დღის ბოლო შეხვედრა გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გაიმართება. ადგილობრივი „დილა“ თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლებს. სანაკრებო პაუზამდე გამართული ეროვნული ლიგის მესამე ტური ორივე გუნდისთვის წარმატებული გამოდგა. გორელებმა სტუმრად თბილისის „დინამო“ დაამარცხეს 2:1, საბურთალოელებმა კი, თანაქალაქელ „ლოკომოტივს“ უმასპინძლეს და მეტოქეს ანალოგიური ანგარიშით აჯობეს. მიმდინარე სეზონში „საბურთალო“ ექვსი ქულით მეორეა, „დილა“ კი, ოთხი ქულით, მეექვსე.
მსაჯები
- არბიტრი - ლ. სილაგავა
- პირველი ასისტენტი - ლ. ვარამიშვილი
- მეორე ასისტენტი - ზ. ფიფია
- მეოთხე მსაჯი - შ. ქუხილავა