სეზონი 2017 დინამო არენა - თბილისი პირველი არხი გ. ყრუაშვილი
-
:
-
HT — PEN —

ტურის ცენტრალურ შეხვედრას თბილისმა უმასპინძლა. „დინამომ“ საკუთარ „დინამო არენაზე“ გორის „დილა“ მიიღო და მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმარათა და საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ანგარიში დინამოელებმა გახსნეს, მე-19 წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ბაქარ ქარდავამ გამჭოლი გადაცემით ბაჩანა არაბულს უპასა, ამ უკანასკნელმა კი, ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. გორელებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს, 22-ე წუთზე თენგიზ წიქარიძემ რიბეიროს ფლანგური გადაცემა მიიღო და ბურთი მეტოქის კარში ერთი შეხებით გადაგზავნა. გოლებს თამაშის სცენარი დიდად არ შეუცვლია და მომენტები ორივე გუნდის კართან იქმნებოდა. გადამაწყვეტი გამოდგა შეხვედრის 72-ე წუთი, დედაქალაქელთა მცველი გია ჩადუნელი ლევან ნონიკაშვილთან ორთაბრძოლისას დაჯარიმდა შეხვედრის არბიტრმა, გიორგი ყრუაშვილმა მას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და „დინამო“ მოედანზე 10 კაცით დარჩა. ნონიკაშვილის წაქცევისთვის დანიშნული სტანდარტი კი, სტუმრებმა კარგად გამოიყენეს და დავით კირკიტაძემ ეფექტური თავური დარტყმით „დილას“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა.

მსაჯები

  • არბიტრი - გ. ყრუაშვილი
     
  • პირველი ასისტენტი - ზ. მენთეშაშვილი
  • მეორე ასისტენტი - ლ. თოდრია
     
  • მეოთხე მსაჯი - გ. ვარდიძე
     
  • პირველი დამატებითი ასისტენტი - ჯ. ხორავა
  • მეორე დამატებითი ასისტენტი - ი. კვირიკაშვილი
მიმოხილვა
მატჩის ჩანაწერი

შემადგენლობა

სტატისტიკა

თამაშის სტატისტიკა

ბურთის ფლობა
57%
43%
საგოლე მომენტები
0
0
კარში დარტყმები
4
3
კარისკენ დარტყმები
7
4
კუთხურები
6
0
სეივები
0
0
თამაშგარეები
0
0
ჯარიმები
17
13
ყვითელი ბარათები
2
2
წითელი ბარათები
2
0
პასები
549 (86%)
407 (82%)