კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 31-ე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. ქუთაისის ტორპედომ შინ 2:1 მოუგო გორის დილას.
ქუთაისელები მე-17 წუთზე აკაკი შულაიას თავურით დაწინაურდნენ. საგოლე პასი მატეო სტამატოვისა იყო. შულაია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ორი თვის წინ დაბრუნდა, ტორპედოში წლეულს მეშვიდე მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა.
დილამ პირველ ტაიმში გაათანაბრა ანგარიში, კერძოდ, მოჰამედ კანტეს კარგ პასს მოჰყვა შოთა შეყილაძის მიღება და ტექნიკურად შესრულება.
58-ე წუთზე ტორპედო მეორედ გავიდა წინ: ლაშა კუპრავამ მარჯვნიდან ჩააწოდა, სადაც ფელიპე პირესს დარტყმაში ხელი ვერავინ ვერ შეუშალა და 2:1.
ტორპედო და დილა, შესაბამისად, მეხუთე და მეექვსე ადგილზე არიან, 40-40 ქულა აქვთ.
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
ტორპედო
დილა
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
კოლხეთი 1913
გორი