კალენდარი

შაბათი, 24 ოქტომბერი

ორშაბათი, 26 ოქტომბერი

შაბათი, 31 ოქტომბერი

კვირა, 1 ნოემბერი

ორშაბათი, 2 ნოემბერი

შაბათი, 7 ნოემბერი

ახალი ამბები

ისევ ნინუა... დინამო თბილისმა რუსთავს მოუგო, სპაერი-გაგრა უგოლოდ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 30-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა ნიკა ნინუას დუბლით მოუგო რუსთავს, ხოლო სპაერი-გაგრა 0:0 დასრულდა. რა თქმა უნდა, ორივე მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო: საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, 54 წლის გიორგი ნემსაძის გარდაცვალების გამო.

გუნდების შიდა მაისურებზე გიორგი ნემსაძე იყო მოხატული.

რუსთავი 0:2 დინამო თბ

ცხრილის ზედა ოთხეულში ისეთი სიტუაციაა, რომ იქ მყოფი გუნდების დაპირისპირება, როგორც იტყვიან, ექვსქულიანია. რუსთავი-დინამო თბილისიც ასეთი მატჩი იყო. 

დინამოელებმა გაიმარჯვეს. დუბლი მიითვალა ნიკა ნინუამ, რომელიც მშვენიერ ფორმაშია. ნინუამ პირველ ტაიმში თავისივე მოპოვებული პენალტი გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში საჯარიმო დარტყმა ტექნიკურად შეასრულა და ანგარიში 0:2 გახადა. 

დინამო თბილისის კაპიტანმა ბოლო 5 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. 

სპაერი 0:0 გაგრა 

ისე მოხდა, რომ ამ სეზონში სპაერმა გაგრასთან ოთხი შეხვედრიდან ორი მოიგო და ორიც ფრედ დაასრულა (3:0, 3:0, 1:1 და აი, 0:0). ორივე გუნდი ფლეი-აუტის ზონაშია, მერვე-მეცხრე ადგილებზე.

15 ტურია, რაც სპაერს არ მოუგია. გუნდი მეტწილად ან ფრეს თამაშობს, ან ერთი ბურთით აგებს.

დღევანდელ შეხვედრაში შანსები ორივე გუნდს ჰქონდა. უფრო მეტი სპაერს. აი, ბოლოს გაგრას მეკარე ოლეკსანდრ ვორობეიმ რიკოშეტის მერე საოცარი რეაქცია გამოავლინა. თავის მხრივ, გაგრასაც ჰქონდა მწვავე შეტევები.