ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საჩხერის „ჩიხურა“ და გორის „დილა“ დაუპირისპირდნენ. მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, მაგრამ საგოლე მომენტები ორივე კართან მრავლად იყო. გორელთა მხრიდან ყველაზე აქტიურები ბრაზილიელი ლეგიონერები ჟან დერეტი და ლეანდრო იყვნენ. მასპინძელთა მხრიდან კარგი მატჩი ჩაატარა გიორგი გაბედავამ. შემტევმა ჯერ პირველ ტაიმში სცადა მეტოქის კარის შორეული დარტყმით აღება შემდეგ კი, მეორე ნახევარში, ეფექტური საჯარიმო დარტყმაც შეასრულა, რომელიც მიხეილ მუჯრიშვილმა გაჭირვებით მოიგერია.
მსაჯები
- არბიტრი - ბ. ნინუა
- პირველი ასისტენტი - დ. ჩიგოგიძე
- მეორე ასისტენტი - დ. ახვლედიანი
- მეოთხე მსაჯი - გ. დოგრაშვილი
დისკვალიფიკაცია
- ალექსანდრე კვახაძე (დილა)