კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 29-ე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. იბერია 1999-მა გორში მოუგო დილას. სხვათა შორის, ამ ტურში ცხრილის ზედა ოთხეულში მყოფმა ყველა გუნდმა გაიმარჯვა.
იბერიელებმა მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი მოუგეს დილას: 1:0, 1:0, 2:1 და აი, ამჯერად მეოთხედაც.
პირველი გოლი ამირან ძაგანიამ გაიტანა. მან გიორგი ქობულაძის პასის შემდეგ ვარდნაში მოასწრო დარტყმა და ანგარიში გახსნა. ეს პირველი ტაიმის ბოლოს მოხდა.
51-ე წუთზე კი ლუკას კაფემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, ბურთი კი რიკოშეტით შევარდა კარში - 0:2.
მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999 ტიტულის შენარჩუნებას ეცდება, დილა კი მეხუთე პოზიციაზეა, თუმცა გორელები საქართველოს თასის ნახევარფინალში არიან გასულები, სადაც დინამო ბათუმს ხვდებიან.
დინამო ბთ
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დილა
სამგურალი
ტორპედო
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი