კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეოთხე წრე დაიწყო. 28-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა და ჯამში ცამეტი გოლიც გავიდა. ჩემპიონმა იბერია 1999-მა და რუსთავმა გაიმარჯვეს, სპაერი-ტორპედოში კი ექვსგოლიანი ფრე ვნახეთ.
მოქმედმა ჩემპიონმა ბრძოლაში მოუგო აუტსაიდერს. სამივე გოლი პირველი ტაიმის 15-წუთიან მონაკვეთში გავიდა.
ჯერ ხორვატმა მცველმა ფილიპ ჩანჩარმა დააწინაურა იბერია 1999. ეს ჩანჩარის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. ხორვატმა ახლოდან მაღალ კუთხეში დაარტყა და 0:1.
მალევე, ნიკა სიხარულაშვილმა ორამდე გაზარდა სხვაობა. ამირან ძაგანიამ ბოლომდე იბრძოლა, იქ იყო მეტოქის ფეხბურთელთა შეუთანხმებელი თამაში და სიხარულაშვილმაც ისარგებლა.
ამას მოჰყვა მეშახტეს გოლი. მათე კვირკვიას პასი და ცოტნე ფაცაციას დარტყმა - 1:2. მეშახტეს ჰქონდა მომენტები, თუმცა არც იბერიელებს აკლდათ. საბოლოოდ, თბილისელებმა გაიმარჯვეს.
ექვსგოლიანი მატჩი, თან ლამაზი გოლებით.
სპაერი სწრაფი გოლით დაწინაურდა, კერძოდ, ლაშა კოხრეიძემ დაასრულა თავისიანების კარგი კომბინაცია. ბოლოს ძელიდან ასხლეტილ ბურთს დამატა.
პირველი ტაიმის ბოლო შვიდ წუთში ტორპედოელმა კომნენ ანდრიჩმა ორჯერ გაიტანა. მან ჯერ ვირჯილ პინსონის ჩაწოდებულ ბურთს ოდნავ შეუცვალა მიმართულება და ანგარიში გაათანაბრა. მერე კი ანდრიჩმა გიორგი არაბიძის პასით 1:2 გახადა ანგარიში.
81-ე წუთამდე ტაბლოზე ეს ანგარიში ენთო, მერე კი დაიწყო... სპაერის ნახევარმცველმა ზურაბ გოლუბიანმა შორიდან ძლიერად დაარტყა, ბურთმა ცოტა ტრაექტორიაც შეიცვალა და მშვენიერი გოლი გამოვიდა - 2:2.
მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ტორპედო წინ გავიდა: გიორგი არაბიძემ თავისივე მოპოვებული პენალტი გაიტანა.
და აი, უკვე მე-100 წუთზე სპაერმა გაათანაბრა. გოჩა ცირდავამ რბილად ჩააწოდა, იქ გიორგი ბუნტურმა დააბნია ტორპედოელთა მეკარე ოთო გოშაძე. ბურთს ვერცერთი ვერ შეეხო და ასე გავიდა კარში - 3:3.
საინტერესოა, რომ წლეულს გამართული ოთხი დაპირისპირებიდან ტორპედომ ვერცერთხელ ვერ მოუგო სპაერს. სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ერთხელ კი თბილისელებმა იმარჯვეს...
რუსთაველებმა გორელებს აჯობეს. პირველ ტაიმში განური საგოლე პასები და ბრაზილიური გოლები ვნახეთ...
პრინს ოსეი საუკეთესო იყო: მისი პასით ჯერ ჯექსონ კენიომ გაიტანა, მერე კი ოსეის მშვენიერ დრიბლინგსა და გადაცემას მოჰყვა ჟან სოუზა დე ალმეიდას დარტყმა და 2:0.
61-ე წუთზე დილას შემტევმა ოთარ ფარულავამ შეამცირა სხვაობა: ფარულავა ბურთს ჩაუსაფრდა და ახლოდან ზუსტად დაარტყა.
რუსთავმა მალე აღადგინა ორბურთიანი სხვაობა: კენიომ კუთხურიდან ჩააწოდა და ვაჟა ფაცაციამ ერთი შეხებით გაგადაგზავნა ბურთი კარში - 3:1.
ამ დროისთვის რუსთავი და იბერია 1999 თანაბარი ქულებით არიან პირველ-მეორე ადგილზე. დილა მეხუთე პოზიციაზეა.
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
გორი
კოლხეთი 1913