ცენტრალურ დაპირისპირებას 5 აპრილს თბილისი უმასპინძლებს. „დინამო არენაზე“ ერთმანეთს „დინამო“ და საჩხერის „ჩიხურა“ დაუპირისპირდებიან. სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. საჩხერლებს შვიდი ქულა აქვთ და მეორეზე არიან, დინამოელები კი - ექვსი ქულით მეხუთეზე არიან. კლუბების ბოლო დაპირისპირება 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში შედგა და იმერელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. ზოგადად კი „დინამოსა“ და „ჩიხურას“ ერთმანეთის წინააღმდეგ 29 შეხვედრა აქვთ გამართული. აქედან 17 მატჩი თბილისელებმა მოიგეს, 7 ფრედ დასრულდა, 5-ში კი საჩხერლებმა გაიმარჯვეს.
მსაჯები
- არბიტრი - ჯ. ხორავა
- პირველი ასისტენტი - ლ. ვარამაშვილი
- მეორე ასისტენტი - ზ. ბერულავა
- მეოთხე მსაჯი - ი. ხერხაძე
- პირველი დამატებითი ასისტენტი - გ. კიკაჩეიშვილი
- მეორე დამატებითი ასისტენტი - ი. კვირიკაშვილი
დისკვალიფიკაცია
გიორგი გველესიანი (დინამო თბ)