ქუთაისის ტორპედომ დინამო თბილისს უმასპინძლა. მატჩმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა - 1:1. ეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურის ბოლო შეხვედრა იყო...
დაძაბული თამაში გამოდგა. გოლები კი მეორე ტაიმის თორმეტწუთიან მონაკვეთში გავიდა.
58-ე წუთზე ტორპედოს ბრაზილიელმა შემტევმა ფელიპე პირესმა მარცხენა ფლანგზე მშვენივრად ითამაშა, საკმაოდ შორიდანაც დაარტყა და შორეულ კუთხეში გაიტანა.
დინამოელთაგან კი შეცვლაზე შესულმა ჰალიდ დოლტმურზიევმა გაათანაბრა. მან მეთიუ გბომადუს პასი გამოიყენა და ახლოდან ზუსტად დაარტყა - 1:1. გბომადუ სულაც ერთი წუთის შესული იყო მინდორზე, იმ მომენტში მშვენივრად იმოქმედა, გარღვევას კარგი პასიც მიაყოლა.
მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგალითად, ტორპედომ ორჯერ გაუშვა ხელიდან იდეალური შანსი. ჯერ ნოდარ ლომინაძის დაფარულ პასს მოჰყვა ლუკა კუპრავას პირისპირ გასვლა, მერე კი თითქმის იგივენაირი სიტუაცია იყო: ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიყვანა პირისპირ დიეგო დეისაძე. ორივე შემთხვევაში დინამოს მეკარე ლუკას ფლორესმა მოიგერია ბურთი...
ტორპედო მეექვსე ადგილზეა და ლიდერ რუსთავს 10 ქულით ჩამორჩება; დინამო თბილისი კი მესამე საფეხურზეა, ლიდერთან 4 ქულა აქვს ჩამორჩენა და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ეს ქუთაისის ტორპედოსა და დინამო თბილისის მე-100 დაპირისპირება იყო (საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით). დინამომ მოიგო 50-ჯერ, ტორპედომ 21-ჯერ, ხოლო ფრედ დასრულდა 29 მატჩი.
რუსთავი
დინამო ბთ
დინამო თბ
იბერია 1999
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
სიონი
არაგვი
მერანი მრ
სამტრედია
ოდიში 1919
გორი
კოლხეთი 1913