კალენდარი

შაბათი, 8 აგვისტო

შაბათი, 15 აგვისტო

კვირა, 16 აგვისტო

ორშაბათი, 17 აგვისტო

პარასკევი, 21 აგვისტო

შაბათი, 22 აგვისტო

ახალი ამბები

დინამო თბილისი და სამგურალი აგებდნენ, მაგრამ მოიგეს

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეო-20 ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა და ორივე ერთნაირი ანგარიშით დასრულდა: 1:2, 1:2. თან ორივეგან ის გუნდი აგებდა, რომელმაც საბოლოდ გაიმარჯვა. დინამო თბილისმა სპაერს სძლია, ხოლო სამგურალმა მეშახტეს აჯობა.

სპაერი 1:2 დინამო თბ 

პირველი ტაიიმი აზუკა კიღურაძის გაწვრთნილმა სპაერმა მოიგო, გოლში კი ოთხმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. გიორგი ცეცხლაძემ აუტიდან სწრაფად გააყოლა ბურთი საბა გეგიაძეს, მან ჩააწოდა, ბილი ჯიბრილმა იქ ერთი შეხებით გააკეთა პასი და ლაშა კოხრეიძემ დასწრებაზე გაიტანა - 1:0.

დინამო 73-ე წუთამდე აგებდა. ანგარიში კობა კაკაშვილმა გაათანაბრა. ეს დინამოელთა 18 წლის საყრდენის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. კაკაშვილმა დაახლოებით 15 მეტრიდან ზუსტად დაარტყა.

ორ წუთში კი მათე ვაწაძემ დინამო დააწინაურა. 37 წლის ვაწაძე მშვენიერ ფორმაშია, მან ლეონარდო სანტუშის კარგი პასი გამოიყენა და როგორც აღმოჩნდა, გადამწყვეტი გოლი მიითვალა - 2:1.

მეშახტე 1:2 სამგურალი 

აუტსაიდერი მეშახტე სწრაფი გოლით დაწინაურდა, კერძოდ, ერეკლე ჯიჯავაძემ საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი და გიორგი ქანთარიამ თავით გადაგზავნა კარში.

სამგურალმა პირველი ტაიმის შუაში გაათანაბრა: ლაშა შერგელაშვილმა დაახლოებით 35 მეტრიდან დაარტყა და მეკარე ლევან შოვნაძემ მოგერიება ვერ მოახერხა - 1:1.

მეორე ტაიმში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. 82-ე წუთზე მეშახტე 10 კაცით დარჩა, რადგან ლაშა უგრეხელიძემ უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო.

სამგურალმა 88-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა: დავით კრასოვსკიმ შორიდან დაარტყა, შოვნაძეს ბურთი ხელიდან გაუვარდა და შეცვლაზე შესულმა ირაკლი სირაძემ ახლოდან დაამატა - 1:2.

საინტერესოა, რომ ეს გუნდები ერთი კვირის წინ საქართველოს დავით ყიფიანის თასზე შეხვდნენ ერთმანეთს, სამგურალმა დამატებით დროში მოიგო და მაშინაც სირაძემ გაიტანა...