კალენდარი

შაბათი, 8 აგვისტო

კვირა, 16 აგვისტო

ორშაბათი, 17 აგვისტო

პარასკევი, 21 აგვისტო

შაბათი, 22 აგვისტო

კვირა, 23 აგვისტო

კვირა, 30 აგვისტო

ახალი ამბები

10 გოლი: რუსთავმა დინამო თბილისს მოუგო, ტორპედომ იბერია 1999-ს აჯობა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში 21-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. ისე მოხდა, რომ პირველი ოთხეულის წარმომადგენლებმა ითამაშეს...

დინამო თბ 0:3 რუსთავი 

გია ცეცაძის გაწვრთნილმა რუსთავმა კვლავ გაიმარჯვა და ლიდერობა შეინარჩუნა. რუსთაველებმა 3:0 სძლიეს დინამო თბილისს. 

სამივე გოლი პირველი ტაიმის ბოლო 16 წუთში გავიდა. ასე დაიწყო: სტუმართა მცველმა დავიდ ოლივეირამ თავური დაარტყა, დინამოელთა მეკარე მიხეილ მაქაცარიამ მოიგერია ბურთი და დამატებაზე ჟან ალმეიდამ გაიტანა. 

მეორე გოლს რაც შეეხება, იუტა ნაკანოს პასს მოჰყვა: პრინს ოსეის სივრცე შეექმნა, ირბინა და კარგი დარტყმაც მიაყოლა. 

მესამე ბურთი კი სოლომონ კესიმ თავურით გაიტანა. 

შეგახსენებთ, რუსთავი შარშან ეროვნულ ლიგა 2-ში თამაშობდა. და აი, გადმოსული გუნდი ასე კარგად თამაშობს.

ტორპედო 4:3 იბერია 1999 

ქუთაისელებს ბოლო ხუთ ტურში მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდათ აღებული, ამჯერად კი მოქმედ ჩემპიონ იბერია 1999-ს მოუგეს - 4:3.

სწრაფი გოლები ვნახეთ. ქუთაისელები მე-13 წუთისთვის უკვე ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. ჯერ გიორგი არაბიძის გამჭოლი პასის შემდეგ ფელიპე პირესმა ახლოდან დაარტყა და გახსნა ანგარიში, მერე კი მცველმა დავით ბუკიამ თავურით მიითვალა გოლი. 

მალევე, გიორგი ჯინჯოლავას პასს მოჰყვა გიორგი კუციას პირისპირ გასვლა და 2:1. აი, ტაიმის ბოლოს კი ტორპედომ ორბურთიანი სხვაობა აღადგინა: გუნდის კაპიტანმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა შორეულ დაბალ კუთხეში დარტყმით გაიტანა.

მეორე ტაიმში იბერიელთა სიტუაცია, ერთი შეხედვით, უფრო გართულდა. იბერიელთა ახალგაზრდა მცველი ნიკოლოზ ბოჭორიშვილი გააძევეს... თუმცა ათი კაცით დარჩენილმა თბილისელებმა ორი გოლი გაიტანეს და ანგარიში გაათანაბრეს! ჯერ ამირან ძაგანიამ თავურით შეამცირა სხვაობა, მერე კი იმავე ძაგანიას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და დამატებაზე ნიკა სიხარულაშვილმა გაიტანა - 3:3. 

83-ე წუთზე კი მშვენიერი გოლი ვნახეთ. ვირჯილ პენსონის ჩაწოდებული და დიეგო დეისაძის ნახტომში გატანილი ეფექტური თავური - 4:3. ეს გადამწყვეტი გოლი გამოდგა.

ტორპედომ გაიმარჯვა, იბერიელებს კი, როგორც იცით, 20 აგვისტოს ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩი ელით პოლონეთში, იაგელონიასთან.