პირველი გამარჯვება მოიპოვა გასული სეზონის ჩემპიონმა „სამტრედიამ“. გია ცეცაძის გუნდი სტუმრად „ჩელე არენაზე“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი, 34-ე წუთზე გავიდა, სამტრედიელთა შემტევმა, გურამ სამუშიამ ბურთი შეტევის მარცხენა ფლანგზე მიიღო, ცენტრისკენ შეიწია და მოჭრილი დარტყმით აიღო ანატოლი ტიმაფეევის კარი. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა, მაგრამ ანაგარიში აღარ შეცვლილა და იმერულმა კლუბმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.
მსაჯები
- არბიტრი - ლ. სილაგავა
- პირველი ასისტენტი - ი. უკლება
- მეორე ასისტენტი - ზ. ბერულავა
- მეოთხე მსაჯი - გ. ავაზაშვილი