კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 29-ე ტური დაიწყო. შაბათს ორი მატჩი გაიმართა: დინამო ბათუმმა გაგრას მოუგო, ხოლო წყალტუბოს სამგურალმა ტყიბულის მეშახტე დაამარცხა.
სამგურალს ჩავარდნა ჰქონდა, თუმცა ისევ წინ წამოიწია და მეექვსე ადგილზე გადავიდა. წყალტუბოელებმა ზედიზედ მეორედ გაიმარჯვეს.
მატჩი ახალი დაწყებული იყო, როცა მასპინძლები ირაკლი სირაძემ დააწინაურა. მან ლევან შოვნაძის მიერ მოგერიებულ ბურთს თავით დაამატა. საინტერესოა, რომ ბოლო სამ თვეში სირაძემ ჩემპიონატ-თასიანად სამჯერ ითამაშა მეშახტეს წინააღმდეგ და სამივეში გოლი გაიტანა...
ტყიბულელებს ანგარიშის გათანაბრების შანსები ჰქონდათ, თუმცა მათი სიტუაცია გართულდა 56-ე წუთზე, როცა ათი კაცით დარჩნენ. ლაშა უგრეხელიძემ საჯარიმოს მისადგომებთან წააქცია თორნიკე გაფრინდაშვილი და ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს.
მეორე გოლი... ნიკო ცეცხლაძემ კარგად ითამაშა, შორეულ კუთხეში დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი კლაუდიო სებოლინიამ გაიტანა - 2:0.
ლიდერმა დინამო ბათუმმა მერვეადგილოსან გაგრას მოუგო. ბათუმელებმა ბოლო 9 შეხვედრიდან 8 გამარჯვებით დაასრულეს...
აი, დღევანდელ მატჩს რაც შეეხება, სწრაფი გოლი გავიდა: ლევან შენგელიას პასს მოჰყვა პაულო ვიტორის გამოზომილი დარტყმა და 0:1. ეს ბრაზილიელი პაულო ვიტორის სადებიუტო გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
პირველი ტაიმის ბოლოს სხვაობა ორბურთიანი გახდა. გაგრას მცველმა ზურაბ ჭავჭანიძემ უერდი მარა წააქცია, დაინიშნა პენალტი და ბრაზილიელმა მაურიდესმაც გამოიყანა.
67-ე წუთზე გაგრამ ასევე პენალტით გაიტანა, კერძოდ, დავით მუჯირმა გაიტანა და გოლი არ აღნიშნა, რადგან ადრე დინამო ბათუმში თამაშობდა.
მერე კი ისევ ბათუმელებმა გაიმყარეს უპირატესობა: მარას ჩაწოდებული კუთხური და ნიკა კალანდარიშვილის თავური - 1:3.
დინამო ბთ
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დილა
სამგურალი
ტორპედო
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი