კალენდარი

შაბათი, 17 ოქტომბერი

კვირა, 18 ოქტომბერი

ორშაბათი, 19 ოქტომბერი

პარასკევი, 23 ოქტომბერი

შაბათი, 24 ოქტომბერი

ორშაბათი, 26 ოქტომბერი

ახალი ამბები

დინამოების დაპირისპირებაში ბათუმელებმა მოიგეს; სამგურალმა გაგრას აჯობა

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი. დინამო ბათუმმა შინ 1:0 მოუგო დინამო თბილისს და პირველ ადგილზე გადავიდა. ქულების მხრივ ზედა ოთხეულში დიდი სიმჭიდროვეა. დღის კიდევ ერთი შეხვედრა წყალტუბოში იყო და სამგურალმა 3:0 სძლია გაგრას.

დინამო ბთ 1:0 დინამო თბ 

ბათუმში მატჩს საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი დაესწრო. ცხრილიდან გამომდინარე, ექვსქულიანს რომ ეძახიან, ასეთი მნიშვნელობის თამაში იყო. 

ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის ბოლოს გავიდა. ულად-ომარ იმრანმა ჩააწოდა და მაურიდესმა ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა. ბრაზილიელმა მაურიდესმა ბრაზილიელ ლუკას ფლორესს გაუტანა. 

არადა, ამ გოლამდე ფლორესმა რთული ბურთი აუღო მაურიდესს. შეტევა გაგრძელდა და ფორვარდმა მაინც გაიტანა თავისი. 

ზოგადად, დინამო თბილისის მეკარემ სამი რთული ბურთი მოიგერია. შანსები ორივე გუნდს ჰქონდა. თბილისელთა შემტევი მაქსიმ ტეიშეირა პირისპირ დარჩა, თუმცა კარგად ვერ დაარტყა და ნოდარ ყალიჩავამ მოიგერია ბურთი, დამატებაზე კი გბომადუმ ააცილა. 

წლეულს ორ დინამოს შორის ურთიერთშეხვედრებში თანაფარდობაა. ერთხელ ბათუმელებმა მოიგეს, ერთხელ თბილისელებმა, ორი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება 6:6.

სამგურალი 3:0 გაგრა 

სამგურალმა ოთხმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და გაგრას დამაჯერებლად მოუგო. 

სწრაფი გოლი გავიდა: ირაკლი ბიძინაშვილმა ხანგრძლივ შეტევას ძლიერი დარტყმა მიაყოლა - 1:0. 

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ბიძინაშვილის პასით თორნიკე გაფრინდაშვილმა გაიტანა, ხოლო მესამე გოლი ბოლო წუთებზე ვნახეთ: ლაშა შერგელაშვილმა კუთხური ჩააწოდა და კლაუდიო სებოლინიამ ეფექტური თავურით 3:0 გახადა ანგარიში. 

სამგურალი მეშვიდე ადგილზეა და 6 ქულით უსწრებს მერვეზე მყოფ გაგრას.