კიდევ ორი ლეგიონერი ტორპედოში - ქუთაისელები ევროთასებისთვის ემზადებიან...

News

კიდევ ორი ლეგიონერი ტორპედოში - ქუთაისელები ევროთასებისთვის ემზადებიან...

ქუთაისის ტორპედო კიდევ ორი ლეგიონერით გაძლიერდა, 24 წლის მცველები - ოლექსანდრ აზაცკი (უკრაინა) და ლაზარ მარინი (ბულგარეთი) კარიერას ქუთაისურ კლუბში განაგრძობენ.

აზაცკი ტორპედოში ბანიკ ოსტრავადან გადავიდა, მანამდე 24 წლის მცველი მეტალისტში, კიევის დინამოში და ოდესის ჩერნომორეცში თამაშობდა.

? მარეკ ჰლინკა ქუთაისში - ტორპედო სლოვაკი ფეხბურთელით გაძლიერდა!

აზაცკი

ბულგარელი - ლაზარ მარინი ტორპედოში 2019 წლის აპრილამდე დარჩება, ახალგაზრდა მცველს მთელი კარიერა სამშობლოში აქვს გატარებული.

სხვადასხვა დროს თამაშობდა - ბოტევ პლოვდივში, რაკოვსკიში, ცსკა სოფიაში. 2016-17 წლებში მოიგო ბულგარეთის თასი, ხოლო 2018 წელს ქვეყნის სუპერთასსაც დაეუფლა.

? ტორპედოელი მაქსიმე ქვილითაია საზოგადოებრივ მაუწყებელზე