- ლაზარ მარინი და ოლექსანდრ აზაცკი ტორპედოში
- ქუთაისელების პირველი მეტოქე, მოლდოვის ჩემპიონი ტირასპოლის შერიფი იქნება
ქუთაისის ტორპედო კიდევ ორი ლეგიონერით გაძლიერდა, 24 წლის მცველები - ოლექსანდრ აზაცკი (უკრაინა) და ლაზარ მარინი (ბულგარეთი) კარიერას ქუთაისურ კლუბში განაგრძობენ.
აზაცკი ტორპედოში ბანიკ ოსტრავადან გადავიდა, მანამდე 24 წლის მცველი მეტალისტში, კიევის დინამოში და ოდესის ჩერნომორეცში თამაშობდა.
? მარეკ ჰლინკა ქუთაისში - ტორპედო სლოვაკი ფეხბურთელით გაძლიერდა!
ბულგარელი - ლაზარ მარინი ტორპედოში 2019 წლის აპრილამდე დარჩება, ახალგაზრდა მცველს მთელი კარიერა სამშობლოში აქვს გატარებული.
სხვადასხვა დროს თამაშობდა - ბოტევ პლოვდივში, რაკოვსკიში, ცსკა სოფიაში. 2016-17 წლებში მოიგო ბულგარეთის თასი, ხოლო 2018 წელს ქვეყნის სუპერთასსაც დაეუფლა.
? ტორპედოელი მაქსიმე ქვილითაია საზოგადოებრივ მაუწყებელზე