- მარეკ ჰლინკა ქუთაისურ კლუბში ითამაშებს
- მილან ბაროშის გუნდელი ეროვნულ ლიგაში
ქუთაისის ტორპედომ ევროთასების წინ პირველი ტრანსფერი განახორციელა. სლოვაკი ახალწვეული, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ჩეხეთის ტოპ დივიზიონიდან - ბანიკ ოსტრავადან, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
27 წლის ნახევარმცველი, სლოვაკური ბანსკი-ბისტრიცას აღზრდილია, სხვადასხვა დროს თამაშობდა დუკლა პრაღაში და სპარტაკ ტრნავაში. 2010-12 წლებში, სლოვაკ მოთამაშეს 21-წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული.
როინ კვასხვაძე: "ჩემპიონთა ლიგას განსაკუთრებული მომზადება სჭირდება."
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ტორპედო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში მოლდოვის ჩემპიონს - ტირასპოლის შერიფს დაუპირისპირდება. მატჩები 10-11 და 17-18 ივლისს გაიმართება, კახაბერ ჩხეტიანის გუნდი პირველ შეხვედრას ქუთაისში ჩაატაატარებს. ვრცლად
ბაროშის გუნდელი
მარეკ ჰლინკა 2016 წლიდან ბანიკ ოსტრავაში, ცნობილი ჩეხი ფეხბურთელის - მილან ბაროშის მშობლიურ კლუბში თამაშობს. ლივერპულის, ლიონის და გალათასარაის ყოფილი ფორვარდი დღესაც ბანიკშია და კლუბში მეოთხე სეზონსს ატარებს.
? მარეკ ჰლინკა და მილან ბაროში ზეიმობენ გოლს
ზბოიოვკა ბრნოს წინააღმდეგ | 26 მაისი, 2018 წელი
ბაროში ჩეხოსლოვაკეთის 3 გზის (1976, 1980, 1981) ჩემპიონში სხვადასხვა დროს 1998-2001, 2013 და 2014-15 წლებში თამაშობდა - 2017 წელს დაბრუნდა და 25 მატჩში, 9 გოლი აქვს გატანილი.