საინტერესო გამოდგა ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართული საჩხერის „ჩიხურასა“ და ქობულეთის „შუქურას“ დაპირისპირება, რომელიც საჩხერელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. მატჩი იმერელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი გოლიც მათ გაიტანეს, მე-12 წუთზე გიორგი კორიფაძის ჩაწოდებას მეტოქის საჯარიმოში გიორგი გაბედავა გამოეხმაურა და თავური დარტყმით აიღო აზამატ ჯიოევის კარი. მიუხედავად სწრაფი გოლისა, ქობულეთელებმა გათანაბრება მალე მოახერხეს, მე-19 წუთზე ალექსანდრე გურულის გადაცემის შემდეგ, ასევე თავური დარტყმით, დინო ჰამზიჩს ირაკლი ჭეჟიამ გაუტანა. პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. „ჩიხურამ“ დაწინაურება მეორე ტაიმის სტარტზევე მოახერხა, 54-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა კუთხური მოაწოდა, საჯარიმოში ყველას ლევან კაკუბავამ დაასწრო და ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. საბოლოო ანგარიში 65-ე წუთზე დაფიქსირდა, საჩხერელთა პირველი გოლის მსგავსად, საგოლე გადაცემა კვლავ გიორგი კორიფაძემ შეასრულა დუბლი კი, გიორგი გაბედავამ გაიფრომა. ამ გამარჯვებით საჩხერის „ჩიხურამ“ 7 ქულა მოაგროვა და ეროვნული ლიგის სათავეში მოექცა.
მსაჯები
- არბიტრი - ა. ნონიკაშვილი
- პირველი ასისტენტი - ლ. ვარამიშვილი
- მეორე ასისტენტი - გ. ელიკაშვილი
- მეოთხე მსაჯი - ბ. ნინუა