კალენდარი

შაბათი, 13 ივნისი

კვირა, 14 ივნისი

სამშაბათი, 16 ივნისი

ოთხშაბათი, 17 ივნისი

ხუთშაბათი, 18 ივნისი

ორშაბათი, 22 ივნისი

ახალი ამბები

განახლდა... ჩემპიონის ფრე და დრამატული მატჩი ბათუმში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. მე-17 ტური დაიწყო. ლიდერმა იბერია 1999-მა თბილისურ დერბიში სპაერთან 1:1 ითამაშა, დინამო ბათუმმა კი გორის დილას 3:2 აჯობა.

​​​​​​​იბერია 1999 1:1 სპაერი 

მოქმედმა ჩემპიონმა იბერია 1999-მა შინ ფრედ ითამაშა დებიუტანტთან.

ნიკოლოზ დადიანმა კარგი პასი გაუკეთა ლუკას კაფეს, რომელიც წააქციეს და პენალტი დაინიშნა. 17 წლის ანდრია ბართიშვილმა ზუსტად შეასრულა და იბერია 1999 დაწინაურდა.

მეორე ტაიმში კი სპაერმა გაათანაბრა: საბა გეგიაძემ მოკლე მონაკვეთში ლამაზი ტექნიკა აჩვენა და დასარტყმელად გაუმზადა ბურთი ზურაბ გოლუბიანს, რომელმაც დაბალ კუთხეში გაისროლა და 1:1.

მომენტები საკმაოდ იყო, თუმცა საბოლოოდ, ანგარიში არ შეცვლილა.

​​​​​​​დინამო ბთ 3:2 დილა 

მე-11 წუთზე ბათუმელები უკვე ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ. ჯერ ნიკა კალანდარიშვილმა გაიტანა თავისივე მოპოვებული პენალტი, ორ წუთში კი გიორგი კოხრეიძის პასს მოჰყვა დმიტრი მანდრიჩენკოს გოლი... კარგი კომბინაცია იყო.

დილა არ გატყდა. პირველივე ტაიმში აბდულმალიკ ოლატუნჯიმ შორიდან დაარტყა და სხვაობა შეამცირა. ეს ოლატუნჯის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში...

56-ე წუთზე ბათუმელები ათი კაცით დარჩნენ. მეკარე ლაზარე კუპატაძე გააძევეს, რადგან საჯარიმოდან საკმაოდ შორს გამოვიდა და ხელით ითამაშა.

დილამ რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და 84-ე წუთზე გაათანაბრა, კერძოდ, ბლანკსონ ანოფმა შორიდან გაიტანა - 2:2.

თუმცა ბათუმელთა სასახელოდ უნდა დაიწეროს, რომ კაცნაკლულებმა გადამწყვეტი გოლი გაიტანეს. ეს პენალტით მოახდა და ისევ კალანდარიშვილმა დაარტყა ზუსტად. კალანდარიშვილს ამ სეზონში უკვე 6 გოლი მოუგროვდა. პენალტი კი გიორგი ფუტკარაძის წაქცევისთვის დაინიშნა.  

ბათუმელები მეხუთე ადგილზე არიან, აი, დილამ კი ზედიზედ მესამედ წააგო და მერვე საფეხურზეა.