სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი „სამტრედია“ საჩხერის „ჩიხურას“ დაუხვდა. მოლოდინისამებრ დაძაბულ და საინტერესო შეხვედრაში საჩხერლებმა იმარჯვეს. გადამწყვეტი გოლი 67-ე წუთზე გიორგი კორიფაძის ანგარიშზეა, „ჩიხურას“ მცველმა მახვილი კუთხიდან ძლიერი და ზუსტი დარტყმით მოახერხა გატანა. გოლამდეც და გოლის შემდეგაც ორივე გუნდის კართან საკმაო რაოდენობის რეალური მომენტები შეიქმნა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ და შესაბამისად შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა.
მსაჯები
- არბიტრი - გ. ვადაჭკორია
- პირველი ასისტენტი - ზ. მენთეშაშვილი
- მეორე ასისტენტი - ლ. თოდრია
- სათადარიგო - გ. ვარდიძე