პირველი საშინაო შეხვედრა გამართა გორის „დილამ“. გორელებმა საკუთარ „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. დინამოელებმა გამარჯვების გოლის გატანა მატჩის მიწურულს მოახერხეს, ანზორ სუხიაშვილის ჩაწოდების შემდეგ ბათუმელთა უკრაინელმა ლეგიონერმა, იაროსლავ კვასოვმა ერთი შეხებით ბურთი მეკარისაგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა. ორ მატჩში მოპოვებული ერთი გამარჯვებით „დინამო“ ცხრილში მეოთხეა, „დილას“ კი, ერთი ქულა აქვს და ბოლო მეათე ადგილზე იმყოფება.
მსაჯები
- არბიტრი - გ. კიკაჩეიშვილი
- პირველი ასისტენტი - გ. ელიკაშვილი
- მეორე ასისტენტი - მ. კუპატაძე
- მეოთხე მსაჯი - დ. ხარიტონაშვილი
დისკვალიფიკაცია
- ალექსანდრე კვახაძე (დილა)