სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართება. ადგილობრივი „სამტრედია“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. სეზონის წინ ორივე გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა, მაგრამ ორივე მათგანი გათამაშებაში არასტაბილურად ჩაერთო. სამტრედიელებს ოთხი ქულა აქვთ და მეხუთეზე არიან, დინამოელები კი, სამი ქულით მეცხრე ადგილს იკავებენ. აქედან გამომდინარე აღნიშნული მატჩის შედეგს კლუბებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
მსაჯები
- არბიტრი - დ. ხარიტონაშვილი
- პირველი ასისტენტი - გ. ელიკაშვილი
- მეორე ასისტენტი - ა. კოკაია
- მეოთხე მსაჯი - პ. მაჭარაძე
დისკვალიფიკაცია
- ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ)
- გია ჩადუნელი (დინამო თბ)