კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 34-ე ტურის ერთი მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა გაგრას მოუგო. მერამდენედ, დინამოს მხსნელად მოევლინა მათე ვაწაძე, გამარჯვების გოლი სწორედ მან გაიტანა.
დინამოელები ჩემპიონობისთვის იბრძვიან და ეს თამაში რომ ვერ მოეგოთმ შანსი ძალიან შეუმცირდებოდათ. გაგრა კი მეცხრე ადგილზეა და პლეიოფში მოუწევს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი 36-ე წუთზე დაწინაურდა. გიორგი ხარაიშვილის გამოზომილ პასს მოჰყვა ალგასიმე ბას გამოზომილი დარტყმა და 0:1.
გაგრამ მეორე ნახევარში გურამ გოშთელიანის კარგი შესრულებით გაათანაბრა: გოშთელიანმა დაიწყო შეტევა, ჯერ ილია სკრიპნიკთან, მერე პედრო ბორჟესთან გაათამაშა კედელი და ზუსტად დაარტყა - 1:1.
გაგრას კიდევ სამი მშვენიერი შანსი ჰქონდა. აი, მე-80 წუთზე დინამოელები ხარიხამ იხსნა, თუმცა კონტრშეტევაძე თბილისელებმა წამოიღეს ბურთი, ბოლოს კი უელტონ კარვალიოს დაბალ პასს მოჰყვა მათე ვაწაძის დარტყმა და მეკარე ოლექსანდრ ვორობეიმაც მოგერიება ვეღარ შესძლო - 1:2.
ეს ვაწაძის მეათე გოლია მიმდინარე სეზონში. დინამოელთა ფორვარდმა უკვე მერამდენედ გადამწყვეტ დროს გაიტანა.
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
რუსთავი
ტორპედო
დილა
სამგურალი
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
სამტრედია
თელავი
სიონი
მერანი მრ
არაგვი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი