იბერია 1999-მა დილას მოუგო

News

იბერია 1999-მა დილას მოუგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 29-ე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. იბერია 1999-მა გორში მოუგო დილას. სხვათა შორის, ამ ტურში ცხრილის ზედა ოთხეულში მყოფმა ყველა გუნდმა გაიმარჯვა.

დილა 0:2 იბერია 1999 

იბერიელებმა მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი მოუგეს დილას: 1:0, 1:0, 2:1 და აი, ამჯერად მეოთხედაც.

პირველი გოლი ამირან ძაგანიამ გაიტანა. მან გიორგი ქობულაძის პასის შემდეგ ვარდნაში მოასწრო დარტყმა და ანგარიში გახსნა. ეს პირველი ტაიმის ბოლოს მოხდა. 

51-ე წუთზე კი ლუკას კაფემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, ბურთი კი რიკოშეტით შევარდა კარში - 0:2.

მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999 ტიტულის შენარჩუნებას ეცდება, დილა კი მეხუთე პოზიციაზეა, თუმცა გორელები საქართველოს თასის ნახევარფინალში არიან გასულები, სადაც დინამო ბათუმს ხვდებიან.