დინამო ბათუმმა შინ გაგრასთან 2:2 ითამაშა. ბათუმელები ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ, თუმცა გაგრამ ხასიათი გამოავლინა.
საწყის ნახევარ საათში ბათუმელებმა ორჯერ გაიტანეს. ჯერ თორნიკე კირკიტაძის ჩაწოდებას მოჰყვა დმიტრი მანდრიჩენკოს ზუსტი თავური - 1:0;
მერე კი მანდრიჩენკომ პენალტი მოიპოვა და ლუკა წულუკიძემ პანენკას სტილში გაიტანა პენალტი...
მეორე ტაიმში სურათი შეიცვალა: მცველმა ზურაბ ჭავჭანიძემ თავურით ანგარიშში სხვაობა შეამცირა; მერე კი ვიქტორ ბლიზნიჩენკოს ქუსლურ პასს მოჰყვა ვანდერსონ სილვას ახლოდან გატანილი - 2:2. უნდა ითქვას, რომ გაგრას ორივე გოლი კარგი გათამაშების შედეგი იყო.
გაგრას ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. გუნდი მერვე ადგილზეა. დინამო ბათუმი კი ამ მომენტისთვის ჯერჯერბით მეოთხეზეა.