კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-13 ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. სამგურალისა და სპაერის დაპირისპირება 0:0 დამთავრდა.
წყალტუბოში გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა. სახიფათო მომენტები საკმაოდ ვნახეთ. ხშირად ერთვებოდნენ თამაშში მეკარეები, ლუკა კუტალაძე და ბუხუტი ფუტკარაძე.
გუნდები ცხრილში ერთმანეთის მეზობლებად დარჩნენ. სპაერი მეშვიდეზეა. სამგურალი კი - მერვეზე. მათ შორის ერთი ქულაა სხვაობა.
ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 5-გოლიანი გამოდგა: მაშინ სპაერმა 4:1 იმარჯვა.
კიდევ, სტატისტიკაზე: მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 65 მატჩია ჩატარებული და გასულია 151 გოლი. საშუალოდ, 2,3 გოლი ერთ შეხვედრაში.
დაძაბულობა არის: 65-დან 22 თამაში ფრედ დასრულდა, 27 შეხვედრაში კი მინიმალური სხვაობა ვნახეთ. მხოლოდ 16 მატჩში იყო ორი, ან მეტბურთიანი სხვაობა.