გაბედავა 100-გოლიანია

News

გაბედავა 100-გოლიანია

გიორგი გაბედავამ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურში, დინამო თბილისი-ლოკომოტივის მატჩში გაიტანა და ეს მისი მე-100 გოლი გამოდგა საქართველოს ჩემპიონატში. იგულისხმება მთავარ ლიგაში გატანილები. დინამომ 5:0 მოიგო.

გაბედავა ქართული კლუბებიდან თამაშობდა ზუგდიდის მგლებში, გაგრაში, ბაიაში, დინამო ზუგდიდში, საჩხერის ჩიხურაში, სამტრედიაში, დინამო ბათუმში, საბურთალოში. 2020 წლიდან კი გიორგი დინამო თბილისშია.

გიორგი გაბედავა მე-19 ფეხბურთელია, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატში 100 ან მეტი გოლი მოუგროვდა. მე-18 იყო ირაკლი სიხარულიძე, რომელმაც შარშან მიაღწია ასიან ნიშნულს.

ხოლო ყველაზე მეტი გოლი გატანილი აქვს ზურაბ იონანიძეს - 216. ანუ ორასიან ნიშნულს გადასცდა.

პირველი ფეხბურთელი, რომელიც 100-იანს გადასცდა, ოთარ კორღალიძე გახლდათ.