გიორგი გაბედავამ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურში, დინამო თბილისი-ლოკომოტივის მატჩში გაიტანა და ეს მისი მე-100 გოლი გამოდგა საქართველოს ჩემპიონატში. იგულისხმება მთავარ ლიგაში გატანილები. დინამომ 5:0 მოიგო.
გაბედავა ქართული კლუბებიდან თამაშობდა ზუგდიდის მგლებში, გაგრაში, ბაიაში, დინამო ზუგდიდში, საჩხერის ჩიხურაში, სამტრედიაში, დინამო ბათუმში, საბურთალოში. 2020 წლიდან კი გიორგი დინამო თბილისშია.
გიორგი გაბედავა მე-19 ფეხბურთელია, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატში 100 ან მეტი გოლი მოუგროვდა. მე-18 იყო ირაკლი სიხარულიძე, რომელმაც შარშან მიაღწია ასიან ნიშნულს.
ხოლო ყველაზე მეტი გოლი გატანილი აქვს ზურაბ იონანიძეს - 216. ანუ ორასიან ნიშნულს გადასცდა.
პირველი ფეხბურთელი, რომელიც 100-იანს გადასცდა, ოთარ კორღალიძე გახლდათ.
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
დილა
სამგურალი
ტორპედო
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
კოლხეთი 1913
გორი