სამგურალმა სტუმრად ლოკომოტივს მოუგო

News

სამგურალმა სტუმრად ლოკომოტივს მოუგო

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ბოლო მატჩი. თბილისის ლოკომოტივმა წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა და 0:2 წააგო.

ლოკომოტივი 0:2 სამგურალი 

ლოკომოტივს 11 მატჩიდან 11 წაგება აქვს და ჯერაც პირველი ქულის მოლოდინშია. სამგურალი კი ბოლო პერიოდში კარგ ფორმაშია, 4 ტურია არ დამარცხებულა. გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა წყალტუბოელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. ჯერ ნიკა კალანდარიშვილმა თავურით, შემდეგ კი ირაკლი რუხაძემ პენალტით.

კალანდარიშვილისთვის ეს პირველი გოლია მიმდინარე სეზონში. რუხაძეს კი 4 გოლი მოუგროვდა და აქედან 3 ლოკომოტივის კარში.

წყალტუბოელები მეხუთე ადგილზე არიან.