დილას სამგოლიანი და სამქულიანი - გორელებმა თბილისის დინამოს გადაასწრეს

News

დილას სამგოლიანი და სამქულიანი - გორელებმა თბილისის დინამოს გადაასწრეს

ლოკომოტივი 0:3 დილა

მე-7 ტურის ბოლო მატჩში, თბილისის ლოკომოტივმა მიხეილ მესხი 2-ზე გორის დილას უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

ლოკომოტივი 7 ტურის მერე უქულოდაა. დილას კი სხვა მიზნები აქვს - მოქმედი მესამეადგილოსანი ახლაც ლიდერთა შორისაა, 15 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და მხოლოდ ერთი ქულა აშორებს ლიდერის ნიშნულს. 

პირველი ტაიმის ბოლოს, როცა 0:0 იყო, ლოკომოტივს თავდამსხმელი გიორგი იაკობიძე გაუძევეს. დილამ უპირატესობა მეორე ტაიმში გარდასახა: 12-წუთიან მონაკვეთში სამი გოლი გაუტანა მასპინძლებს... ნიკა გაგნიძემ გახსნა ანგარიში, მერე დაჩი ფოფხაძემ ავტოგოლი მიითვალა, მესამე ბურთი კი ვაგნერ გონსალვესისა იყო.