მე-7 ტურის ბოლო მატჩში, თბილისის ლოკომოტივმა მიხეილ მესხი 2-ზე გორის დილას უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.
ლოკომოტივი 7 ტურის მერე უქულოდაა. დილას კი სხვა მიზნები აქვს - მოქმედი მესამეადგილოსანი ახლაც ლიდერთა შორისაა, 15 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და მხოლოდ ერთი ქულა აშორებს ლიდერის ნიშნულს.
პირველი ტაიმის ბოლოს, როცა 0:0 იყო, ლოკომოტივს თავდამსხმელი გიორგი იაკობიძე გაუძევეს. დილამ უპირატესობა მეორე ტაიმში გარდასახა: 12-წუთიან მონაკვეთში სამი გოლი გაუტანა მასპინძლებს... ნიკა გაგნიძემ გახსნა ანგარიში, მერე დაჩი ფოფხაძემ ავტოგოლი მიითვალა, მესამე ბურთი კი ვაგნერ გონსალვესისა იყო.
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
ტორპედო
დილა
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
სამტრედია
კოლხეთი 1913
გორი