დილამ ახალი სეზონი მოგებით დაიწყო, ლოკომოტივი თელავთან დამარცხდა

News

დილამ ახალი სეზონი მოგებით დაიწყო, ლოკომოტივი თელავთან დამარცხდა

დილა 2:1 გაგრა

3 ქულით დაიწყო სეზონი შარშანდელი სეზონის ბრინჯაოს პრიზიორმა გორის დილამ, რომელმაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული გაგრა დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 8-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ ულამაზესი შორეული დარტყმით გახსნა, ხოლო მეორე გოლი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრმა და გორელთა კაპიტანმა - ნიკა გაგნიძემ თავური დარტყმით გაიტანა.

72-ე წუთზე, გაგრადან სხვაობა საჩხერის ჩიხურას და სამგურალის ყოფილმა შემტევმა - გიორგი ბუხაიძემ ასევე თავური დარტყმით გაქვითა.

ლოკომოტივი 0:1 თელავი

ნაკლებად შედეგიანი გამოდგა პირველი ტურის მეორე სათმაშო დღის მეორე მატჩი. მიხეილ მესხი 2-ზე დაბრუნებულმა თბილისის ლოკომოტივმა თელავს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

გიორგი ჭელიძის გუნდიდან, ერთადერთი გოლი 47-ე წუთზე ლაშა კოხრეიძემ გაიტანა და კახურ გუნდს სეზონში პირველი გამარჯვება მოაპოვებინა.