3 ქულით დაიწყო სეზონი შარშანდელი სეზონის ბრინჯაოს პრიზიორმა გორის დილამ, რომელმაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული გაგრა დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში 8-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ ულამაზესი შორეული დარტყმით გახსნა, ხოლო მეორე გოლი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრმა და გორელთა კაპიტანმა - ნიკა გაგნიძემ თავური დარტყმით გაიტანა.
72-ე წუთზე, გაგრადან სხვაობა საჩხერის ჩიხურას და სამგურალის ყოფილმა შემტევმა - გიორგი ბუხაიძემ ასევე თავური დარტყმით გაქვითა.
ნაკლებად შედეგიანი გამოდგა პირველი ტურის მეორე სათმაშო დღის მეორე მატჩი. მიხეილ მესხი 2-ზე დაბრუნებულმა თბილისის ლოკომოტივმა თელავს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
გიორგი ჭელიძის გუნდიდან, ერთადერთი გოლი 47-ე წუთზე ლაშა კოხრეიძემ გაიტანა და კახურ გუნდს სეზონში პირველი გამარჯვება მოაპოვებინა.
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
ტორპედო
დილა
სამგურალი
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
გორი
კოლხეთი 1913