კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი ბათუმის დინამოსა და ბოლნისის სიონის დაოირისპირებით დაიწყო. მოქმედმა ჩემპიონებმა გათამაშება ხმაურიანად დაიწყეს - გია გეგუჩაძის გუნდმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონის სტატუსით დაწინაურებულ სიონს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.
სტმართა კარში დუბლი ვლადიმერ მამუჩაშვილმა შეასრულა. თითო გოლო კი ჯოვინო ფლამარიონმა და გუნდის ახალწვეულმა, ირაკლი ბიძინაშვილმა მიითვალეს.
უხვგოლიანი გამოდგა დაპირისპირება დინამო არენაზე. ბათუმური მატჩის მსგავსად დედაქალაქელებმა ქუთაისელები - 4:0 დაამარცხეს. დინამოსა და ტორპედოს შორის გამართულ დაპირისპირებაში მასპინძლებმა ინტრიგა პირველივე ტაიმში მოკლეს. 29-ე წუთზე ანგარიში გიორგი მოისწრაფიშვილმა გახსნა, ორ წუთში ორამდე უპირატესობა უკრაინრლმა ლეგიონერმა სტანისლავ ბილენკიმ გაზარდა.
სათამაშო სცენარი რადიკალურად არც მეორე ტაიმში შეცვლილა. დინამო თბილისმა საიმონ ბენიოს მიერ გატანილი გოლით სხვაობა სამბურთიანი გახადა. საბოლოო შედეგი თამაშის ბოლო წუთზე უსმანე კამარამ ულამაზესი გოლით დააფიქსირა.
მხარდაჭერა უკრაინას
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი ტურის, პირველი სათამაშო დღის მატჩებში მონაწილე გუნდები, მინდორზე უკრაინის მხარდამჭერი ბანერებით გამოვიდნენ.
თბილისის დინამოს ჟესტი
თბილისი დინამომ, კლუბის ეპოქალური ფოტოგრაფის - ბადრი კეთილაძის ხსოვანს პატივი მიაგო და მის ოჯახის წევრებს, გუნდის კაპიტანმა - გიორგი პაპავამ სიმბოლური მაისური გადასცა.