კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

ბევრი გოლი და მხარდაჭერა უკრაინას - პირველი ტურის, პირველი დღე

დინამო ბთ 4:0 სიონი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი ბათუმის დინამოსა და ბოლნისის სიონის დაოირისპირებით დაიწყო. მოქმედმა ჩემპიონებმა გათამაშება ხმაურიანად დაიწყეს - გია გეგუჩაძის გუნდმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონის სტატუსით დაწინაურებულ სიონს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.

სტმართა კარში დუბლი ვლადიმერ მამუჩაშვილმა შეასრულა. თითო გოლო კი ჯოვინო ფლამარიონმა და გუნდის ახალწვეულმა, ირაკლი ბიძინაშვილმა მიითვალეს.

234

დინამო თბ 4:0 ტორპედო

უხვგოლიანი გამოდგა დაპირისპირება დინამო არენაზე. ბათუმური მატჩის მსგავსად დედაქალაქელებმა ქუთაისელები - 4:0 დაამარცხეს. დინამოსა და ტორპედოს შორის გამართულ დაპირისპირებაში მასპინძლებმა ინტრიგა პირველივე ტაიმში მოკლეს. 29-ე წუთზე ანგარიში გიორგი მოისწრაფიშვილმა გახსნა, ორ წუთში ორამდე უპირატესობა უკრაინრლმა ლეგიონერმა სტანისლავ ბილენკიმ გაზარდა.

სათამაშო სცენარი რადიკალურად არც მეორე ტაიმში შეცვლილა. დინამო თბილისმა საიმონ ბენიოს მიერ გატანილი გოლით სხვაობა სამბურთიანი გახადა. საბოლოო შედეგი თამაშის ბოლო წუთზე უსმანე კამარამ ულამაზესი გოლით დააფიქსირა.

333

მხარდაჭერა უკრაინას

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი ტურის, პირველი სათამაშო დღის მატჩებში მონაწილე გუნდები, მინდორზე უკრაინის მხარდამჭერი ბანერებით გამოვიდნენ.

1

123

თბილისის დინამოს ჟესტი

თბილისი დინამომ, კლუბის ეპოქალური ფოტოგრაფის - ბადრი კეთილაძის ხსოვანს პატივი მიაგო და მის ოჯახის წევრებს, გუნდის კაპიტანმა - გიორგი პაპავამ სიმბოლური მაისური გადასცა.

123