ისტორიაში პირველად - ბათუმის დინამო საქართველოს ჩემპიონია!

News

ისტორიაში პირველად - ბათუმის დინამო საქართველოს ჩემპიონია!

ბათუმის დინამო საქართველოს ჩემპიონია. შავიზღვისპირელებმა, ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვეს. ამ მიზანთან ახლოს, ბოლოს ბათუმელები განვლილი 2 სეზონის მანძილზე იყვნენ, როდესაც 2019 და 2020 წლების სეზონებში, ვერცხლის მედლების მოპოვება შეძლეს.

მესამე ადგილზე მყოფ გორის დილასთან საშინაო მატჩის შემდეგ, რომელიც აჭარაბეთ არენაზე ფრედ, 2:2 დასრულდა, ბათუმელებს ჩემპიონის ფარი და კუთვნილი ოქროს მედლები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლევან კობიაშვილმა გადასცა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ საქართველოს ჩემპიონატი კარიერაში მეორედ მოიგო, პირველად ეს ზესტაფონთან ერთად 2010-11 წლების სეზონში შეძლო. დღევანდელი კუთვნილი მედალი, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა სიმბოლურად დინამო ბათუმის ფან-კლუბს "პირატებს" გადასცა.