ბათუმის დინამო საქართველოს ჩემპიონია. შავიზღვისპირელებმა, ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვეს. ამ მიზანთან ახლოს, ბოლოს ბათუმელები განვლილი 2 სეზონის მანძილზე იყვნენ, როდესაც 2019 და 2020 წლების სეზონებში, ვერცხლის მედლების მოპოვება შეძლეს.
მესამე ადგილზე მყოფ გორის დილასთან საშინაო მატჩის შემდეგ, რომელიც აჭარაბეთ არენაზე ფრედ, 2:2 დასრულდა, ბათუმელებს ჩემპიონის ფარი და კუთვნილი ოქროს მედლები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლევან კობიაშვილმა გადასცა.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ საქართველოს ჩემპიონატი კარიერაში მეორედ მოიგო, პირველად ეს ზესტაფონთან ერთად 2010-11 წლების სეზონში შეძლო. დღევანდელი კუთვნილი მედალი, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა სიმბოლურად დინამო ბათუმის ფან-კლუბს "პირატებს" გადასცა.
                                    დილა
                                
                                    იბერია 1999
                                
                                    დინამო თბ
                                
                                    ტორპედო
                                
                                    სამგურალი
                                
                                    დინამო ბთ
                                
                                    გაგრა
                                
                                    გარეჯი
                                
                                    თელავი
                                
                                    კოლხეთი 1913
                                
                                    რუსთავი
                                
                                    სპაერი
                                
                                    მერანი მრ
                                
                                    მეშახტე
                                
                                    ლოკომოტივი
                                
                                    სამტრედია
                                
                                    იბერია 1999-2
                                
                                    სიონი
                                
                                    გონიო
                                
                                    დინამო-2 თბ