ვარლამ კილასონია - კრისტალბეთ ელიგა 2-ის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელი

News

ვარლამ კილასონია - კრისტალბეთ ელიგა 2-ის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელი

კრისტალბერთ ეროვნული ლიგა 2-ში, ვარლამ კილასონიას ბოლნისის სიონი, 15 ტურის შემდეგ, 34 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორე პოზიციაზე მყოფ გაგრას ერთი ქულით უსწრებს.

53 წლის გამოცდილ ქართველ სპეციალისტს, მარტვილის მერანთან გამართული მატჩის წინ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო გადაეცა.

ვარლამ კილასონია სხვადასხვა დროს რუსთავის მეტალურგს, გაგრას და რუსთავს წვრთნიდა, ხოლო ბოლნისის სიონში პირველი სამწვრთნელო პერიოდი 2015-16 წლების სეზონში ჰქონდა.