კრისტალბერთ ეროვნული ლიგა 2-ში, ვარლამ კილასონიას ბოლნისის სიონი, 15 ტურის შემდეგ, 34 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორე პოზიციაზე მყოფ გაგრას ერთი ქულით უსწრებს.
53 წლის გამოცდილ ქართველ სპეციალისტს, მარტვილის მერანთან გამართული მატჩის წინ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო გადაეცა.
ვარლამ კილასონია სხვადასხვა დროს რუსთავის მეტალურგს, გაგრას და რუსთავს წვრთნიდა, ხოლო ბოლნისის სიონში პირველი სამწვრთნელო პერიოდი 2015-16 წლების სეზონში ჰქონდა.
რუსთავი
დინამო თბ
დინამო ბთ
იბერია 1999
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
სამტრედია
სიონი
ოდიში 1919
არაგვი
კოლხეთი 1913
გორი