თბილისის დინამომ ქართული დერბი მორჩილაძის სადებიუტო გოლით მოიგო

News

თბილისის დინამომ ქართული დერბი მორჩილაძის სადებიუტო გოლით მოიგო

თბილისის დინამომ დღეს დინამო არენაზე ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და პრინციპული მეტოქე მინიმალური სხვაობით - 1:0 დაამარცხა.

ქართულ დერბიში ერთადერთი გოლი, დინამოს 19 წლის ნახევარმცველმა - თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა, რომლისთვისაც ტორპედოსთან გატანილი გოლი სადებიუტო აღმოჩნდა.

გიორგი ნემსაძის გუნდი, 11 ტურის შემდეგ ინარჩუნებს პირველ ადგილს - თბილისელები 25 ქულით ჩემპიონატს ლიდერობენ და შემდეგ ტურში, ბათუმის დინამოს ბათუმი არენაზე დაუპირისპირდებიან.