თბილისის დინამომ დღეს დინამო არენაზე ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და პრინციპული მეტოქე მინიმალური სხვაობით - 1:0 დაამარცხა.
ქართულ დერბიში ერთადერთი გოლი, დინამოს 19 წლის ნახევარმცველმა - თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა, რომლისთვისაც ტორპედოსთან გატანილი გოლი სადებიუტო აღმოჩნდა.
გიორგი ნემსაძის გუნდი, 11 ტურის შემდეგ ინარჩუნებს პირველ ადგილს - თბილისელები 25 ქულით ჩემპიონატს ლიდერობენ და შემდეგ ტურში, ბათუმის დინამოს ბათუმი არენაზე დაუპირისპირდებიან.
დინამო თბ
დინამო ბთ
რუსთავი
იბერია 1999
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი