დილამ ბათუმის დინამო დაამარცხა და პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა

News

დილამ ბათუმის დინამო დაამარცხა და პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო მატჩი, გორში თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი დილა და ბათუმის დინამო დაუპირისპირდნენ.

მასპინძლებმა მე-9 ტურში მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს. გორელებმა ერთ-ერთ კონკურენტს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. შეხვედრაში ანგარიში 23-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის მიერ გატანილი გოლით გაიხსნა.

მეორე ბურთი კი ნიკა გაგნიძის ანგარიშზეა, რომელმაც ლაზარე კუპატაძის კარი მატჩის მიწურულს ულამაზესი დარტყმით აიღო. ბათუმელებმა ერთი ბურთი 11-მეტრიანი დარტყმით მას შემდეგ გაქვითეს, რაც მატჩისთვის განკუთვნილი დრო ამოწურული იყო.

9 ტურის შემდეგ გორის დილას 17 ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილს იკავებს. ბათუმის დინამო კი 18 ქულით მეორე პოზიციაზეა. დღეს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. იმერულ დერბიში წყალტუბოს სამგურალმა ქუთაისის ტორპედოს 2:1 სძლია, ხოლო დებიუტანტმა შუქურამ თელავი დაამარცხა - 2:0.

ფოტო: FC Dinamo Batumi