კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო მატჩი, გორში თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი დილა და ბათუმის დინამო დაუპირისპირდნენ.
მასპინძლებმა მე-9 ტურში მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს. გორელებმა ერთ-ერთ კონკურენტს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. შეხვედრაში ანგარიში 23-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის მიერ გატანილი გოლით გაიხსნა.
მეორე ბურთი კი ნიკა გაგნიძის ანგარიშზეა, რომელმაც ლაზარე კუპატაძის კარი მატჩის მიწურულს ულამაზესი დარტყმით აიღო. ბათუმელებმა ერთი ბურთი 11-მეტრიანი დარტყმით მას შემდეგ გაქვითეს, რაც მატჩისთვის განკუთვნილი დრო ამოწურული იყო.
9 ტურის შემდეგ გორის დილას 17 ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილს იკავებს. ბათუმის დინამო კი 18 ქულით მეორე პოზიციაზეა. დღეს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. იმერულ დერბიში წყალტუბოს სამგურალმა ქუთაისის ტორპედოს 2:1 სძლია, ხოლო დებიუტანტმა შუქურამ თელავი დაამარცხა - 2:0.
ფოტო: FC Dinamo Batumi
იბერია 1999
რუსთავი
დინამო თბ
ტორპედო
დინამო ბთ
დილა
სამგურალი
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი