ლოკომოტივმა შუქურა დაამარცხა და სეზონში მეორე შეხვედრა მოიგო

News

ლოკომოტივმა შუქურა დაამარცხა და სეზონში მეორე შეხვედრა მოიგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტური, დღეს ლოკომოტივისა და შუქურას დაპირისპირებით დასრულდა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა, მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვეს. დედაქალაქელებმა, ქობულეთის შუქურას - 2:1 სძლიეს.

მთელი მატჩის განმავლობაში, ლოკომოტივი საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. ანგარიში მასპინძლებმა შეხვედრის 59-ე წუთზე ულად ომრან იმრანის მიერ გატანილი გოლით გახსნეს. 64-ე წუთზე კი ბექა დარცმელიას დარტყმული გიორგი რეხვიაშილს მოხვდა და ასე აღმოჩნდა სტუმართა კარში. 

შეხვედრის ბოლო წამებზე, სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა ცვლილებაზე შემოსული დავით მუჯირის გოლის წყალობით მოახერხეს. თუმცა, საბოლოო შედეგის შესაცვლელად, დრო ქობულეთელებს აღარ ჰქონდათ.

4 ტურის შემდეგ ლოკომოტივს 7 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. შუქურა კი 4 ქულით მე-7 პოზიციაზეა.