კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტური, დღეს ლოკომოტივისა და შუქურას დაპირისპირებით დასრულდა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა, მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვეს. დედაქალაქელებმა, ქობულეთის შუქურას - 2:1 სძლიეს.
მთელი მატჩის განმავლობაში, ლოკომოტივი საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. ანგარიში მასპინძლებმა შეხვედრის 59-ე წუთზე ულად ომრან იმრანის მიერ გატანილი გოლით გახსნეს. 64-ე წუთზე კი ბექა დარცმელიას დარტყმული გიორგი რეხვიაშილს მოხვდა და ასე აღმოჩნდა სტუმართა კარში.
შეხვედრის ბოლო წამებზე, სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა ცვლილებაზე შემოსული დავით მუჯირის გოლის წყალობით მოახერხეს. თუმცა, საბოლოო შედეგის შესაცვლელად, დრო ქობულეთელებს აღარ ჰქონდათ.
4 ტურის შემდეგ ლოკომოტივს 7 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. შუქურა კი 4 ქულით მე-7 პოზიციაზეა.
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დინამო ბთ
ტორპედო
სამგურალი
დილა
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
სამტრედია
კოლხეთი 1913
გორი