გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივში ითამაშებს

News

გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივში ითამაშებს

  • კაშია ლოკოს ღირსებას დაიცავს
  • ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი - გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელია. გურამ კაშიამ ლოკომოტივთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის ღირსებას 4-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

გურამ კაშია: "ლოკომოტივში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე; ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა, გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან."

გურამ კაშია სხვადასხვა დროს დინამო თბილისის (2006-10), არნემის ვიტესის (2010-18) და სან ხოსე ერთ ქუიკსის (2018-20) ღირსებას იცავდა.