- კაშია ლოკოს ღირსებას დაიცავს
- ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი - გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელია. გურამ კაშიამ ლოკომოტივთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის ღირსებას 4-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
გურამ კაშია: "ლოკომოტივში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე; ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა, გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან."
გურამ კაშია სხვადასხვა დროს დინამო თბილისის (2006-10), არნემის ვიტესის (2010-18) და სან ხოსე ერთ ქუიკსის (2018-20) ღირსებას იცავდა.
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დინამო ბთ
ტორპედო
სამგურალი
დილა
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
სამტრედია
კოლხეთი 1913
გორი